ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის პატრონი დაჯარიმდება

ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის პატრონი დაჯარიმდება

პარლამენტის წევრმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გაიტანა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის.

ფიზიკური პირის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმები გაორმაგდება.

მომხსენებლის განცხადებით, კომიტეტებში განხილვისას გამოიკვეთა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებითად ახალი კანონის მომზადების საჭიროება. მისი თქმით, პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა შეიმუშაოს და მიიღოს კანონი, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ქვეყანაში შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის, მიტოვების და მათდამი დამოკიდებულების წესებს.

„ეს არის საკითხი, რომელიც უამრავ მოქალაქეს აწუხებს, მიტოვებული ცხოველები ხშირ შემთხვევაში განიცდიან წამებას და ცუდ მოპყრობას. მანამდე მნიშვნელოვანია წარდგენილი ცვლილებების მიღება, რადგან სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი დამოკიდებულება, ხედვა ასეთი ქმედების მიმართ, რომელიც გულისხმობს შინაური ცხოველის ქუჩაში გადაგდებას“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები