დონბასში ტყვეების გაცვლა დაიწყო

დონბასში ტყვეების გაცვლა დაიწყო

დონბასში ტყვების გაცვლა დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია 16 უკრაინელი მძევალი. ტყვეების გაცვლა გორლოვკის რაიონში “მაიორსკის” საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მიმდინარეობს.

კიევი და დონბასი მძევლების გაცვლაზე 25 დეკემბერს შეთანხმდნენ.

დონეცკის სახალხო რესპუბულიკის დეფაქტო ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ მაშინ განაცხადა, რომ უკრაინა მათ 306 მძევალს გადასცემს, ხოლო დონეცკი და ლუგანსკი 74 უკრაინელს გაათავისუფლებს.

აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი დონეცკისა და ლუგანსკის ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო. მას წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევით დასრულდა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები