დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთი აშშ-ს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით “საერთოდ არ ეხმარება”.

დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთი აშშ-ს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით “საერთოდ არ ეხმარება”.

დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთი აშშ-ს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით “საერთოდ არ ეხმარება”. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, მოსკოვი ფხენიანს სანქციებით აკრძალულ საქონელს აწვდის. ამასთან, ტრამპმა ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობისა და ნახშირის მიწოდების შეზღუდვის გამო ჩინეთს შეაქო.

გაერთოს უშიშროების საბჭომ ჩრდილეოთ კორეის წინააღმდეგ ახალი საერთაშორისო სანქციები გასული წლის დეკემბერში დააწესა. აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია წევრებმა ერთხმად მიიღეს.

ახალი შეზღუდვები აფართოებს ემბარგოს და კიდევ უფრო მეტად უმცირებს ფხენიანს შესაძლებლობას მიიღოს პროდუქცია საზღვაგარეთიდან. დოკუმენტში აღნიშნულია 19 პირი, რომლებსაც გაეყინათ საბანკო აქტივები, ასევე ჩრდილოეთ კორეის სახალხო შეიარაღებული ძალების მთელი სამინისტრო.

1 იანვარს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის შექმნის დასრულების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ბირთვული ღილაკი მის სამუშაო მაგიდაზე დევს და მას იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუკი ჩრდილოეთ კორეას აშშ-ის და მისი მოკავშირეების მხრიდან საფრთხე დაემუქრება.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასაც აქვს ბირთვული ღილაკი და ის უფრო დიდი და მძლავრია, თანაც მუშა მდგომარეობაში.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები