დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს ისევ შეხვდება

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს ისევ შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. Euronews-ის ცნობით, ამის შესახებ თავად დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის კულუარებში განაცხადა.

“აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ჩვენ ძალიან ბევრი თემა გვაქვს განსახილველი და მეორე სამიტი ძალიან მალე გაიმართება. როგორც იცით, კიმ ჩენ ინმა წერილი გამომიგზავნა, რომელშიც მან მეორე შეხვედრა მთხოვა”- განაცხადა თეთღი სახლის ლიდერმა.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირველი ისტორიული შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში, კურორტ სენტოზაზე გაიმართა.

ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გამართეს, რომლის შემდეგაც დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები