დოდო გუგეშაშვილს კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით დატოვებენ

დოდო გუგეშაშვილს კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით დატოვებენ

დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან დღეს უნდა გეწერათ, მაგრამ მოგვიანებით, ექიმებმა მისი კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, პაციენტი ექიმებმა შეამოწმეს და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დღეს არ გაწერონ.

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები). თავდამსხმელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები