დოდო გუგეშაშვილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

დოდო გუგეშაშვილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს, რომელიც რამდენიმე საათის წინ საკუთარ სახლში დაჭრეს, ამ წუთებში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ოპერაცია უტარდება. როგორც “კვირას” კლინიკაში განუცხადეს, ოპერაცია დაახლოებით 2 საათში დამთავრდება და ამის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის ექიმი ვრცელ კომენტარს გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ფაქტი დოდო გუგეშაშვილის სახლში, დიღმის მასივში მოხდა. გარდაცვლილია მისი 33 წლის შვილი. მომხდარის დეტალების შესახებ ამ დროისთვის არ არის ცნობილი. შსს-ს ინფორმაციით კი, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, 1958 წელს დაბადებულ დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები