“დისპეტჩერიზაციის პროგრამის შესყიდვა და განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”-კახა კალაძე

“დისპეტჩერიზაციის პროგრამის შესყიდვა და განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”-კახა კალაძე

“დისპეტჩერიზაციის პროგრამის შესყიდვა და განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დისპეტჩერიზაციის პროგრამა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიღებული პრაქტიკაა.
მისივე თქმით, ყოველივე ეს ხელს შუწყობს იმას, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფი დროულად მივიდეს პაციენტთან, რომელსაც დახმარება იმ დროისთვის ყველაზე მეტად ესაჭიროება. „თუ გავაანალიზებთ სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ხშირია მაგალითები, როდესაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს მოქალაქეები ელემენტარულად თავის ტკივილის ან მაღალი წნევის დროს იძახებენ და სასწრაფო დახმარება, გადატვირთულობის გამო, იმასთან ვერ ახერხებს მისვლას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, პროგრამის დანერგვა უახლოეს მომავალში იგეგმება. აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, პაციენტთან სასწრაფო დახმარების ჯგუფის დროულად მისვლის მიზნით, ე.წ. დისპეტჩერიზაციის პროგრამის შესყიდვა იგეგმება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიღებული პრაქტიკაა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები