დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პასუხისმგებლობას, იმ დეპუტატებთან ერთად ვერ გაიზიარებს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარი თქვა

დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პასუხისმგებლობას, იმ დეპუტატებთან ერთად ვერ გაიზიარებს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარი თქვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ამ პასუხისმგებლობას, იმ დეპუტატებთან ერთად ვერ გაიზიარებს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარი თქვა.

​”გეგმებზე არ გვისაუბრია ჯერ. ყველაფერი დაკავშირებული იყო “ქართულ ოცნებასთან”. მე არავის წინააღმდეგ არ მივდივარ. ამ პასუხისმგებლობას იმათთან ერთად ვერ გავიზიარებ, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარი თქვა”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

​მან უმრავლესობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ​
​შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.
​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები