დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა მთავრობის მიერ გამარტივებული სავაჭროურთიერთობების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე

დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა მთავრობის მიერ  გამარტივებული  სავაჭროურთიერთობების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე

პირველმა ვიცეპრემიერმა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა მთავრობის მიერ  გამარტივებული  სავაჭროურთიერთობების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან გამომდინარე,  სამომხმარებლო  ბაზრის ზომა  ქართული  კომპანიებისათვის  შეადგენს  არა  3.7 მლნ ადამიანს, არამედ 2.3 მლრდ მომხმარებელს იმ ქვეყნებში, სადაც ვრცელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) და მსოფლიოს ერთერთიუმსხვილესი ბაზრის გახსნა საქართველოსთვის, რაც 28 ქვეყნის 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს და მათთვის ქართული პროდუქტისმიწოდება ნულოვანი საბაჟო ტარიფით განხორციელდება. ევროკავშირის გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის გაფორმებული დსთ-სთან, თურქეთთან  და წელს უკვე მათ  რიცხვს ჩინეთიც მიემატა.  ეს შეთანხმება 2017  წელს გააფორმა  საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.მოლაპარაკება ჩინურ მხარესთან რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, რომლის დროსაც საქართველოს გაეხსნა ჩინეთის 1.3 მლრდ-იანი ბაზარი,” – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები