დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ზრდის პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა ძალიან დიდია. ამ მხრივ, აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, 8 აპრილს ამოქმედდა. აღინიშნა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თანამშრომლობას საქართველოსა და საემიროებს შორის ინვესტიციების ზრდის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ქართულმა მხარემ დიდი მადლობა გადაუხადა საემიროების ხელმძღვანელობას გულთბილი დახვედრისა და კეთილი დამოკიდებულებისთვის.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე რეფორმებსა და მიღწევებზე, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ასევე პოზიტიურად შეფასდა მიღებული გადაწყვეტილება ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტისა და საინვესტიციო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელთა მეშვეობითაც თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ახალ, მნიშვნელოვან საფეხურზე გადავა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები