დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასა და ქვეყნის მშენებლობაზეა ორიენტირებული.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი  ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასა და ქვეყნის მშენებლობაზეა ორიენტირებული.

პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტი მყარ საფუძველს ქმნის-შესრულდეს მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები. მისივე თქმით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი  ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასა და ქვეყნის მშენებლობაზეა ორიენტირებული.

„ჩვენ თანამიმდევრულად განვაგრძობთ იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ 2016 წლის ბოლოს, მიმდინარე – 2017 წლის ბიუჯეტის წარდგენისას. ამ პოლიტიკის მიზანია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა,“ – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კატეგორიები: Uncategorized

კომენტარები

მსგავსი სიახლეები