დიმიტრი ქუმსიშვილი ენგურჰესის კომპლექსში შემავალი ენერგოობიექტების მუშაობასა და არსებულ ვითარებას გაეცნო

დიმიტრი ქუმსიშვილი ენგურჰესის კომპლექსში შემავალი ენერგოობიექტების მუშაობასა და არსებულ ვითარებას გაეცნო

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ენგურჰესის კომპლექსში შემავალი ენერგოობიექტების მუშაობასა და არსებულ ვითარებას გაეცნო.

საქართველოს უდიდესი ჰესის ნაწილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნაწილი კი – აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოშია განთავსებული.

როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ჰესის თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ენგურჰესზე არსებული ვითარების შესახებ და სადგურის სხვადასხვა ობიქტები დაათვალიერა. მათ შორის, მართვის ფარი და სამანქანო დარბაზი, რომელთა რეაბილიტაციაც საქართველომ სხვადასხვა საერთაშორისო დონორების დაფინანსებით განახორციელა.

2019 წელს ენგურჰესზე იგეგმება სადაწნეო გვირაბის რეაბილიტაციის ჩატარება, რომლის გამოც ელექტროსადგური რამდენიმე თვით გაჩერდება.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები