დიმიტრი ქუმსიშვილი 21 მარტს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოში ევროკავშირის საგარეო ინვესტიციების გეგმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

დიმიტრი ქუმსიშვილი 21 მარტს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოში ევროკავშირის საგარეო ინვესტიციების გეგმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 21 მარტს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოში ევროკავშირის საგარეო ინვესტიციების გეგმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლაში პირველი ვიცე-პრემიერი საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებსა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრებს.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
ევროკავშირის საგარეო ინვესტიციების გეგმა წარმოადგენს ევროკავშირის ახალ მექანიზმს, რომლის მიზანია ევროკავშირის სამეზობლო რეგიონის პარტნიორ სახელმწიფოებსა და აფრიკის ქვეყნებში ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას. გეგმის მთავარი მიზანია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა, მდგრადი განვითარების წახალისება და არალეგალური მიგრაციის გამომწვევ ფაქტორებთან ბრძოლა.
ევროკომისიის მიერ პროგრამის დაფინანსებისათვის გამოყოფილია 4,1 მლრდ. ევრო, ასევე დამატებით დაგეგმილია 44 მილიარდი ევროს ინვესტიციის მოზიდვა 2020 წლამდე.
იმავე დღეს, 21 მარტს კატარინა მატერნოვა ინვესტორთა საბჭოს სხდომას დაესწრება.
მოგვიანებით კატარინა მატერნოვა პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის მთავარი თემა ენერგოეფექტურობა იქნება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და გიორგი ჩიქოვანი.
გარდა ამისა, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლები.
22 მარტს, სასტუმრო „რედისონში“ ევროკავშირის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებსა და ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას შეეხება.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერა.
ევროკავშირის დელეგაცია, კატარინა მატერნოვას ხელმძღვანელობით, საქართველოს 22 მარტს დატოვებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები