დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების სტრასბურგში გასაჩივრებას აპირებს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების სტრასბურგში გასაჩივრებას აპირებს.

„დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელი, პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების სტრასბურგში გასაჩივრებას აპირებს.
ლორთქიფანიძის თქმით, შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების საბოლოო ინსტანცია აუცილებლად სტრასბურგის სასამართლო იქნება.

„ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ყველა ამ შემაჯამებელ ოქმს, რომელთა რიცხვში „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალმა საქართველომ“ უკვე 740 უბანი გაასაჩივრა, ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა იყო გახსნილიყო უბნები და გადათვლილიყო ის ბიულეტენები ზუსტად იმგვარად, როგორადაც ერთადერთი პრეცენდენტი დაუშვა ხელისუფლებამ თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, როდესაც დაპირსიპირებულო მხარეებს შორის წარმოშობილი დავის შედეგად ლელა ქიტესაშვილის შუამდგემლობის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიამ კეთილი ინება და გახსნა ბიულეტენები, რამაც ახალი სასამართლო, ახალი პერსპექტივებით გააჩინა, მაგრამ დაუშვა ეს ერთადერთი პრეცენდენტი „ქართული ოცნების“ გუნდის სასარგებლოდ და ახლა რატომ არ ხსნის 740 გასაჩივრებულ უბანზე არც საოლქო საარჩევნო კომისია და არც სასამართლო არ გვიკმაყოფილებს გახსნას?!“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
პორტალ „კვირას“პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანვე მთწმინდის მე-13 საარჩევნო უბანზეც ისაუბრა და აღნიშნა, ამ უბანზე მისი ხმების არასწორი დათვლა მხოდა.
„მთაწმინდის მე-13 საარჩევნო უბანი არის, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, სადაც ძალიან ბევრი ახლობელი და მეზობელი მყავს. თუმცა, მოსული 600 ადამიანიდან მე დამიწერეს ნული. თითქმოს მე არც ერთმა ადამიანმა მხარი არ დამიჭირა, ამ დროს როდესაც არჩევნები დამთავრადა და ჩვენ ეს გავაპროტესტეთ, მოვიდა უამრავი ადამიანი და თქვა, რომ სამი ნომერი ჰქონდა შემოხაზული, მიუხედავად ამისა, არ დაგვიკმაყოფილეს მოთხოვნა რომ გახნილიყო უბანი და გვენახა რამდენმა შემოხაზა ციფრი სამი“, – აღნიშნა ლორთქიფანძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები