დიმიტრი ხუნდაძე – ოპოზიციის მაგიდის გარშემო შემოკრებილებს სააკაშვილის გავლენა შემოაქვთ

დიმიტრი ხუნდაძე – ოპოზიციის მაგიდის გარშემო შემოკრებილებს სააკაშვილის გავლენა შემოაქვთ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიციის მაგიდის გარშემო შეკრებილ ადამიანებს მიხეილ სააკაშვილის გავლენა ეტყობათ. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს საგაზაფხულო სესიის პირველ საპარლამენტო სხდომაზე განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, ალეკო ელისაშვილს დანარჩენი ოპოზიციონერების გავლენა შეატყო.

უბრალოდ, ბატონი ალეკო ელისაშვილის პირველი სიტყვა მომეჩვენა, რომ უკვე გავლენა შემოყვათ ოპოზიციის იმ მაგიდის გარშემო მსხდომების, რომელსაც ძირითადად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.

თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ, თან აშკარად შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა. თქვენ ამისი თუ გჯერათ, კარგია, აქ რომ ხართ, მაგრამ ჯობს, ცოტა მეტი უფრო მაინც იყოთ. საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას ჩვენ აუცილებლად მოგცემთ და იქ იმუშავეთ, მაგრამ შემდეგ უნდა შეძლოთ, რომ გათავისუფლდეთ ბოლომდე გავლენისაგან და აღიაროთ, რომ არავითარ გავლენას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები