დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულმა ორმა მოზარდმა ღუდუშაურის კლინიკა დატოვა

დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულმა ორმა მოზარდმა ღუდუშაურის კლინიკა დატოვა

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულმა ორმა მოზარდმა ღუდუშაურის კლინიკა დატოვა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, პაციენტებს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ექიმებმა მათი სახლში გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს.
„პაციენტებს სათანადო მკურნალობა და კვლევები ჩაუტარდათ. მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, რის შემდეგაც ექიმების გადაწყვეტილებით ორივე მათგანმა დატოვა სამედიცინო დაწესებულება“, – აცხადებენ კლინიკაში.
ხოლო, რაც შეეხება იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ექვსი მოზარდიდან, ამ დროისთვის, კლინიკაში მკურნალობას მხოლოდ ერთი, ოთხი წლის გოგონა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები