დიეგო კოლასი – საფრანგეთსა და ევროკავშირს ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს

დიეგო კოლასი – საფრანგეთსა და ევროკავშირს ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს

საფრანგეთის ელჩი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ წინადადებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება დიეგო კოლასმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის და ჩვენ – საფრანგეთსა და ევროკავშირს ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს. გასული დღეებისა და საათების განმავლობაში პარტიებმა შეთანხმების მიღწევის პროცესის დასრულებისადმი ინტერესი გამოხატეს. სიმამაცის, თავდაჯერებულობის გამოხატვისა და ერთიანობის ძიების დროა“, – წერს კოლასი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები