“უამრავი პროექტია, რომელიც დასასრულებელია, რა თქმა უნდა, დავასრულებთ ამ პროექტებს და იმ ახალ გამოწვევებს მივიღებთ, რომელიც ახალ მერს აქვს თავის ახალ გუნდთან ერთად”, – განაცხადა ზავრადაშვილმა.
„მე დიდუბის რაიონის თანამშრომლებთან ერთად მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო მომავალი 4 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობაში დიდუბის როლი იყოს ძალიან დიდი“, – ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებლების კანდიდატმა ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებს წარდგენის შემდეგ განუცხადა.
ხუთ მუნიციპალიტეტში ძველმა გამგებლებმა თანამდებობები შეინარჩუნეს. ხუთ მუნიციპალიტეტში კი გამგებლის პოსტზე კახა კალაძემ ახალი კანდიდატურები წარადგინა.