“დიდხანს მოგვიწევს ცხოვრება კორონავირუსთან ერთად და აუცილებელი იქნება გარკვეული რეგულაციების დაცვა”

“დიდხანს მოგვიწევს ცხოვრება კორონავირუსთან ერთად და აუცილებელი იქნება გარკვეული რეგულაციების დაცვა”

ჩვენ დიდხანს მოგვიწევს ცხოვრება კორონავირუსთან ერთად და აუცილებელი იქნება გარკვეული რეგულაციების დაცვა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებულია მწვანე ბარათების სისტემა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ბევრი ბიზნესი ამ საკითხს საკუთარი ინიციატივით აყენებს.

ვთქვათ რესტორანში, კაფესა თუ სხვა სამასპინძლო დაწესებულებაში დაუშვებენ ადამიანებს, ვინც იქნებიან სრულად აცრილი ან ბოლო 72 საათში ნეგატიური პისიარ-ტესტით ან ბოლო 6 თვის განმავლობაში დაავადების გადატანის დამადასტურებელი ცნობით. თუ ეს ბიზნესი ამას თავისი ინიციატივით დაიწყებს, რა თქმა უნდა, მათ მეტი თავისუფლება და სტიმული უნდა მიეცეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები