დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისა და შენახვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისა და შენახვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

ოჯახური ძალადობა გორში – 22 წლის გოგო ამბობს, რომ მას ქმარი და დედამთილი სისტემატიურად სცემდა. ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრების თქმით, სავარაუდო ძალადობაზე სამართალდამცველებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან მომხდარზე რეაგირება არ ყოფილა.
“ჩემ შვილს სულ სცემდნენ, სალონში წასვლის უფლებასაც არ აძლევდნენ, დახმარებისთვის სამართალდამცველებს მივმართეთ, მაგრამ ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია”,- თქვა სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის დედამ.

“მთავარი არხის” თქმით, გოგონას ქმარს და დედამთილს სალონიდან დაბრუნების შემდეგ, მისი წარბების ფორმა არ მოეწონა, რის გამოც ჯერ ლარნაკი ჩაარტყეს, შემდეგ ტანსაცმლის საკიდით სცემეს. 

ოჯახი ითხოვს, შსს-მ მოძალადე დააკავოს და ოჯახს დაუბრუნდეს ის ძვირფასეულობა, რომელიც მზითვის სახით ახალგაზრდა ქალს გაატანეს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები