“დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როცა უფალმა აზიარა ხორცსა და სისხლს თავისი მოწაფეები”-ილია მეორე

“დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როცა უფალმა აზიარა ხორცსა და სისხლს თავისი მოწაფეები”-ილია მეორე

“დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როცა უფალმა აზიარა ხორცსა და სისხლს თავისი მოწაფეები. ეს არის ის დღე, როცა უფალმა დაბანა ფერხნი მოწაფეებს თვისსა და უჩვენა სიმდაბლე თვისი”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.
მან ამ დღეს თავისი დიაკონად კურთხევაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო უჩვეულო სულიერი ზეიმი, როდესაც უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ აკურთხა.
პატრიარქმა ხარების დღესასწაულზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ხარება აღდგომის წინა დღეს ემთხვევა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როცა უფალმა აზიარა ხორცსა და სისხლს თავისი მოწაფეები. ეს არის ის დღე, როცა უფალმა დაბანა ფერხნი მოწაფეებს თვისსა და უჩვენა სიმდაბლე თვისი. მე მახსენდება ჩემი კურთხევა, ამ დღეს მაკურთხეს დიაკონად და ეს იყო რაღაც უჩვეულო სულიერი ზეიმი, მაკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, დღეს თითქმის ყველანი ვეზიარეთ. ღმერთმა ინებოს, რომ კურთხეული იყოს სულისა და ხორცისა ჩვენი.
შეგახსენებთ, რომ დღეს 19:00 საათზე, 12 ვნების სახარების კითხვა იქნება, 14:00 საათზე პარასკევს გამოსვენება იქნება გარდამოხსნისა და შაბათს დილით იქნება წესის აგება. ასევე შაბათს იცით, რომ არის ხარებობა, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ ასე დაემთხვა. ხარების დღესასწაულის ღვთისმსახურებას შევასრულებთ სიონის ტაძარში, 10:00 საათზე. შაბათს 23:00 საათზე კი იქნება შეხვედრა დღესასწაულის და სააღდგომო ეპისტოლე”, – აღნიშნა პატრიარქმა.
სამების საკათედრო ტაძარში ვნების კვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალი, ფეხთბანვა შესრულდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები