დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ლონდონში იმყოფება.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ლონდონში იმყოფება.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატაში, ასევე ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება – „მეოთხედი საუკუნე, ბრიტანეთი-საქართველო“, რომელსაც სტუდენტები, ბრიტანულ-ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, ლონდონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩები დაესწრებიან.
დღეს, ასევე, დაგეგმილია ოლივერ უორდროპის საფლავზე მემორიალური ქვის გახსნის ცერემონიალი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით გაიხსნება.
კატეგორიები:
მსოფლიო
მსგავსი სიახლეები

სააკაშვილის დაცვის მხარე ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის შემთხვევაში, საკუთარ სახლში ეკრანის დაყენებას აპირებს, რათა ხალხთან ურთიერთობა განაგრძოს

ევროპაში უვიზოდ გამგზავრებამდე, უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს ნებართვის მიღებას და შვიდი ევროს გადახდას მოსთხოვენ.
