დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პრინცმა აცრა ლონდონში, მეცნიერებათა მუზეუმში მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრში გაიკეთა. მან Twitter-ზე აცრის დროს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

„სამშაბათს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. ყველას, ვინც ვაქცინაციაშია ჩართული – მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აკეთებთ“, – დაწერა უილიამმა.

38 წლის პრინცს არ დაუკონკრეტებია რომელი პრეპარატით აიცრა, თუმცა მისი ასაკიდან და ბრიტანეთში მოქმედი რეგულაციებიდან გამომდინარე მას არჩევანის გაკეთება Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის შეეძლო.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები