დიდი ბრიტანეთის პრემიერის მოადგილე დემიენ გრინი თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერის მოადგილე დემიენ გრინი თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერის მოადგილე დემიენ გრინი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ BBC წერს.

გრინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიტიკოსი სამსახურის კომპიუტერში პორნოგრაფიულ მასალას ინახავდა.

გამოძიება 7 კვირას გრძელდებოდა. შედეგად გაიკრკვა, რომ გრინი და მისი ადვოკატი 2008 წელს მის კომპიუტერში აღმოჩენილი მასალის შესახებ ფაქტს მალავდნენ.

ტერეზა მეისადმი გაგზავნილ წერილში დემიენ გრეიმ მინისტრთა ეთიკის დარღვევისთვის ბოდიში მოიხდა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები