დიდი ბრიტანეთის პორტსმუთის უნივერსიტეტის მეცნიერის, სტივ სუითმენის ხელმძღვანელობით, პალეონტოლოგთა ჯგუფმა ძუძუმწოვრების, – ადამიანების შორეული ნათესავების ნაშთევი იპოვეს

დიდი ბრიტანეთის პორტსმუთის უნივერსიტეტის მეცნიერის, სტივ სუითმენის ხელმძღვანელობით, პალეონტოლოგთა ჯგუფმა ძუძუმწოვრების, – ადამიანების შორეული ნათესავების ნაშთევი იპოვეს

დიდი ბრიტანეთის პორტსმუთის უნივერსიტეტის მეცნიერის, სტივ სუითმენის ხელმძღვანელობით, პალეონტოლოგთა ჯგუფმა ძუძუმწოვრების, – ადამიანების შორეული ნათესავების ნაშთევი იპოვეს. არსება ვირთხას ჩამოგავდა და 145 მილიონი წლის წინ, დინოზავრების ეპოქაში ცხოვრობდა. კვლევის შესახებ ვრცლად Phys.org.-ი წერს

ნამარხი ძვლები ინგლისის სამხრეთით დორსეტში იპოვეს. მეცნიერები ცარცული პერიოდის ნიმუშებს აგროვებდნენ, როდესაც კარგად შემორჩენილი ორი კბილი იპოვეს, რომელიც მცირე ზომის ძუძუმწოვარს ეკუთვნოდა.

პალეონტოლოგები მიიჩნევენ, რომ არსება მცენარეებს ან მწერებს ჭამდა. მის მჭრელ კბილებს ხორცის გადამუშავება შეეძლო. აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილი კბილები საკმაოდ ნაცვეთი იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ცხოველი დიდხანს ცხოვრობდა და მცირე დინოზავრებს კონკურენციას უწევდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები