სოფელ დიდ ლილოში 15 ოჯახს საცხოვრებელი სახლები 1 ლარად გადაეცემა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„თქვენ იცით ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება, ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ შენობებში და ვერ ახერხებდნენ მათ დაკანონებას. დღეს სოფელ დიდ ლილოში 15 ოჯახს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად კიდევ გადაეცემა საცხოვრებელი სახლები. საქმე ეხება ერეკლე მეორის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახებს. მინდა მივულოცო მათ. ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ფართების დაკანონებაში ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
Read more at https://www.primetime.ge/news/1568791400-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93-%E1%83%9A-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90#cL2Q6vsPevL5oS5C.99
მსგავსი სიახლეები

მარნეულის შემდეგ, პროექტ მრგვალი მაგიდა ,,ადრეული ქორწინება და ქალთა უფლებები“-ს პრეზენტაცია ბათუმში გაიმართა

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე “ოქროს სიის” გაუქმების გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
