„დიახ, დავაკავეთ სააკაშვილი“, – განუცხადა სააგენტოს უწყების პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ.
საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმი“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ავრცელებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ადასტურებენ.
„დიახ, დავაკავეთ სააკაშვილი“, – განუცხადა სააგენტოს უწყების პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ. მანამდე კი უკრაინის გენრპროკურორმა იური ლუცენკომ დაადასტურა მიხეილ სააკაშვილის დაკავება. მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო წერს.
უკრაინის რადას სახალხო დეპუტატი ანტონ გერაშენკო კი „თვითერის“ პირად გვერდზე წერს, რომ სააკაშვილი კივის ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა, სასამართლო კი 72 საათის განმავლობაში განსაზღვრავს მისთვის აღკვეთის ღონისძიების ზომას.
კატეგორიები:
სამართალი
მსგავსი სიახლეები
პანკისის ხეობაში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირები დაკავშირებული არიან გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 668 ფაქტი გამოავლინა
საგამოძიებო სამსხურის თანამშრომლებმა, ხე – ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება – გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
