დღევანდელი 2 616 შემთხვევა საგანგაშოა-პრემიერი

დღევანდელი 2 616 შემთხვევა საგანგაშოა-პრემიერი

დღევანდელი 2 616 შემთხვევა საგანგაშოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვაქვს ძალიან ცუდი ტენდენცია, ერთი მხრივ, გვინდა ეკონომიკა, პროგრესი და მოქალაქეების კეთილდღეობა შევინარჩუნოთ, გვინდა, რომ ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს – გთხოვთ, აიცერით. თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები გვერდით არ დაუდგებიან, ჩვენ მარტო ვერაფერს გავწვდებით. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ, ვაქცინები იმაზე მეტი გვაქვს, რაც საჭიროა. კიდევ შემოვა“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში კოვიდინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 390 945 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 367 130, გარდაიცვალა5 592 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები