დღეში დაახლოებით 1 300-1 400 ადამიანი იცრება, რაც საკმარისი არ არის.

დღეში დაახლოებით 1 300-1 400 ადამიანი იცრება, რაც საკმარისი არ არის.

დღეში დაახლოებით 1 300-1 400 ადამიანი იცრება, რაც საკმარისი არ არის. გეგმას რომ დავეწიოთ, ეს ციფრი უნდა გაორმაგდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ჩვენ მოგვიწია ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემის ძალიან მკვეთრად შეცვლა. ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემა მორგებულია პირველადი ჯანდაცვის რგოლზე, მარტივად რომ ვთქვა, პოლიკლინიკებსა და ოჯახის ექიმებზე. იმის გამო, რომ ახალციხეში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საავადმყოფოში მოხდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო თავი დაგვეზღვია და მხოლოდ საავადმყოფოებში გაგრძელებულიყო ვაქცინაცია. ახლა მთელი სისტემა არის გადასაწყობი და ძირითადი დატვირთვა თავის თავზე საავადმყოფოებმა უნდა აიღონ. ამას ცოტა დრო დასჭირდა.

ამ კვირაში დაიწყება გაზრდა იმ საავადმყოფოების, სადაც აცრა შესაძლებელი იქნება. ხვალ და ზეგ გაცილებით მეტი ადამიანი აიცრება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და მოთავსდა რეანიმაციაში, სადაც ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. იმავე დღეს ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. 7 აპრილს კი საქართველოს პროკურატურამ მედდის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი არჩევანია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები