“დღეში 3000 ადამიანი უნდა ავცრათ, რომ ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ”

“დღეში 3000 ადამიანი უნდა ავცრათ, რომ ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ”

იმისათვის, რომ სამიზნე მონაცემებზე გავიდეთ და წლის ბოლომდე დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი ავცრათ, დღეში უნდა აიცრას 3000 ადამიანი, ამჟამად კი სულ 4300 ადამიანი გვყავს აცრილი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„დღეს საქართველო დგას გზაგასაყარზე და გვაქვს ორი პერსპექტივა. პირველი – ვაქტიურობთ ვაქცინაციის მხრივ და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ სტაბილური და კარგი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. სამწუხაროდ, თავიდან ძალიან დაბალი აქტივობა იყო. ამჟამად სულ აცრილი გვყავს 4300 ადამიანი, ეს ძალიან ცოტაა. იმისათვის, რომ სამიზნე მონაცემებზე გავიდეთ და წლის ბოლომდე დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი ავცრათ, დღეში უნდა აიცრას 3000 ადამიანი. 15 მარტს დავიწყეთ ვაქცინაცია და მხოლოდ 4300 ადამიანია აცრილი, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. საბედნიეროდ, დღეის მონაცემებით, ამ 4 300 ადამიანის გარდა დარეგისტრირებულია კიდევ 11 000-ზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები