დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდებლო პროცესი განახლდება.

დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდებლო პროცესი განახლდება.

დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდებლო პროცესი განახლდება.

თბილისის მასშტაბით საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 2017 წლის 25 დეკემბერიდან 15 იანვრამდე გაგრძელდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ თბილისში საბავშვო ბაღებში ხანგრძლივი არდადეგები,  ბავშვების კვებას უკავშირდება. იმ კომპანიასთან, რომელიც აღსაზრდელების კვებაზე ზრუნავს, ხელშეკრულება თბილისის მერიას 22 დეკემბრის ჩათვლით აქვს გაფორმებული. ახალი ტენდერი კი 13 დეკემბერს გამოცხადდა.

კომპანია, რომელიც ბაღების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფდა თბილისის მერიას ზეწოლაში ადანაშაულებს. კომპანია „ელფის“ დამფუძნებელი თინათინ პაპუაშვილი ამბობს, რომ 42 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე მისი კომპანია უკანონოდ დააყადაღეს.

ამ საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები