დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეუწყდება.

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეუწყდება.
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეუწყდება. კომპანია „თელასის“ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
„თელასის“ ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქიზიყის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, თვალჭრელიძისა და მაისურაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, გრიგოლ ხანძთელის, აბესაძის, ანტონ კათალიკოსის, დადიანის, ლესელიძის, ვახტანგ ბერიძის, კუფტინის, საიათნოვას, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მეტრო «სამგორი»-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილისა და მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ამასთან, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, დემნა შენგელაიასა და მამკოდის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ტრაპაიძის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილისა და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოსტავას II შესახვევის მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის II კვარტლის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მეგობრობის გამზირისა და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მნათობის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17 :00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, შალვა ნუცუბიძის, გურიელის, ირაკლი გამრეკელის, დელისის, იოველ ჯებაშვილის, გაზაფხულისა და თამაზ ნადარეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს. ხოლო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამ ფანჯიკიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები