დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონს, კერძოდ: სოფელი გლდანი (ნაწილობრივ), მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და მუხიანის აგარაკების მცხოვრებლებს.
 
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა 30 წუთიანი მონაცვლეობით შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, გმირი კურსანტების და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას I, II კვარტლების, იოსებიძის, კალანდაძის, შარტავას, ჭაბუკიანის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები