დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, მთაწმინდისა და ვაკის რაიონებში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, ბეთაანის, სოფელი სამადლოს და დიდების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის, გუნიას, გოგებაშვილის, ბელინსკის, ჭოველიძისა და ჩიტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სანაპიროს ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, დაბა წყნეთის, სატყეო უბნის, ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეების, მიხეილ ქორქიას, ივანე მაჩაბლისა და იმედაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ნინო რამიშვილის, ატენისა და ლიზიკო ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი-2 დასახლების, მუხიანის ნაკვეთების, მუხიანის IVა მიკრორაიონის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, გლდანის მასივის „ა“, I, II, III, IV, VIII მიკრორაიონების, გამარჯვების, ილია ვეკუას, ანგია ბოჭორიშვილისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერისა და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, ანდრო ჭილაიას, ინტენსიფიკაციისა და ტოგო გუდავას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირისა და ნადირა ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენალის მთის, მარჯანიშვილის, თამარშენის, ლამის, ახუთის, ბოდავის, პეტრე ბაგრატიონის, ჯაბაურის, დიღომბარის, ასპინძის, ტერენტი გრანელის, ახალი არსენალის, ნინო და კალისტრატე სალიების, ჩეჩელაშვილის, პაატა სააკაძის, ძეგამის, ბერიაშვილის, გუმათის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ხრამჰესის, სიღნაღის, დავითაშვილის, ბოდავისა და მნათობის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-2 დასახლების, ქვემო ალექსეევკის, კახეთის გზატკეცილის, ხვედელიანის, ბესარიონ ქებურიასა და აეროპორტის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გუდარეხის, სერგო წულაძის, ივანე როსტომაშვილის, ნინიძის, დიდგორის, ციხისძირის, ბალადანის, მეველეს, სამგორის, შალვა დოლიძის, ბოგდან ხმელნიცკის, თეთრიწყაროს, ჩოხელისა და გია ბაქარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარდისუბნის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები