დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კერძოდ, გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე, საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭილაიას ქუჩის მცხოვრებლებს.
ელექტროენერგიის მოწოდება შეიზღუდება დიდუბის და ნაძალადევის რაიონებშიც. კერძოდ, საქართველოს რკინიგზის მიერ გამანაწილებელ მოწყობილობაზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, რობაქიძის გამზირის და ქსნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გარდა ამისა, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სანზონის დასახლების მაცხოვრებლებს.
როგორც „თელასის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. მათივე განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები