დღეს სასტუმრო რუმსში , საქართველოს პარლამენტი ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2017 წლის შედეგებს წარადგენს

დღეს სასტუმრო რუმსში , საქართველოს პარლამენტი ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2017 წლის შედეგებს წარადგენს

დღეს სასტუმრო რუმსში (თბილისი), საქართველოს პარლამენტი ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2017 წლის შედეგებს წარადგენს .

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP),ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირინა ფრუიძე, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე; სოფი ჰუე გერიში, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი საჯარო ადმინისტრირების რეფორმების მიმართულებით; და გიორგი ბრეგაძე, გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის გუნდის ხელმძღვანელი საქართველოში.

შეხვედრის მონაწილეებს გააცნობენ საქართველოს მიღწევებს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ვალდებულებების შესრულების პროცესში.

შეხვედრა პარლამენტის ახალი ვებგვერდის კონცეფციის პრეზენტაციით დასრულდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები