დღეს საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება

დღეს საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება

დღეს საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება. დეპუტატები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელებენ, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაამტკიცებენ.

დეპუტატების თქმით, ძირითადი დრო ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით ჰარმონიზაციის პროცესს დაეთმობა. კანონმდებლები ამბობენ, რომ შესაძლოა ოქტომბრის პირველ კვირაში რიგგარეშე სხდომების მოწვევაც გახდეს საჭირო.

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები