დღეს საქართველოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ესტუმრება

დღეს საქართველოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ესტუმრება

საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც, 14.00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.

სხდომაში საქართვლოსა და სომხეთის მთავრობის წევრები, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები