დღეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებლები-შარლ მიშელი

დღეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებლები-შარლ მიშელი

დღეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებლები. ევროკავშირი თქვენთან არის და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სურთ რომ ჩვენი სტაბილურობა, ჩვენი მედეგობა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში იყოს და ეს ტრანსატლანტიკური პარტნიორების ძალისხმევით განხორციელდეს.

„ჩემთვის დიდ პატივია, რომ ამ შეხვედრაში ვიღებ მონაწილეობას. დღეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებლები. უკვე 30 წელია. ერთი თაობაა ძალიან ძლიერი ძალისხმევით მიღწეული წინსვლისა და დაბრკოლებებისა. ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარი კეთილდღეობის სივრცეს, თანამშრომლობისა და საერთო ფასეულობების საფუძველზე. არ იყო ეს იოლი გზა. ევროკავშირი თქვენთან არის და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ. ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას. გვინდა, რომ ჩვენი სტაბილურობა, ჩვენი მედეგობა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში იყოს და ეს ტრანსატლანტიკური პარტნიორების ძალისხმევით განხორციელდეს. ევროკაშირი ასევე განიცდიდა ძირეულ ცვლილებებს და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დემოკრატიული სივრცე არის ჩვენი ერთობის, ჩვენი თავისუფლების საფუძველი და ეს არის ჩვენი ფასეულობების საფუძველი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები