დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება. ქართულმა დელეგაციამ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთწლიანი ანგარიში უნდა წარადგინოს.

სხდომაზე საუბარი იქნება საქართველოს მზადებაზე 2024 წლისთვის, როდესაც ქვეყანამ მომავალი წევრობის თაობაზე ოფიციალური განაცხადი უნდა გააკეთოს.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, დავით ზალკალიანი განმარტავს, მიღწეული პროგრესის გარდა, აუცილებელია საუბარი სამომავლო პერსპექტივებზე, რეგიონში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები