დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, დღეს, 15 ნოემბერს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ჩატარდება.

მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა, ეს ჯერ უცნობია.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, სასამართლოდან მოთხოვნა სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა, შესაბამისად, ყველანაირი სამართლებრივი და პროცედურული საფუძველი მისი გადაყვანის თაობაზე არსებობს. ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი – თეიმურაზ ჯანაშიაც.

პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები