დღეს საქალაქო სასამართლოს მიერ გოგა ონიანისთვის თავისუფლების აღკვეთას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ეხმაურებიან.

დღეს საქალაქო სასამართლოს მიერ გოგა ონიანისთვის თავისუფლების აღკვეთას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ეხმაურებიან.

დღეს საქალაქო სასამართლოს მიერ გოგა ონიანისთვის თავისუფლების აღკვეთას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ეხმაურებიან.

პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, გოგა ონიანი რომ “ევროპული საქართველოს” წევრი ყოფილიყო, დღეს მას მოსამართლე თავისუფლების აღკვეთას არ მიუსჯიდა.

ნიკა მელია აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიზნად აქვს დასახული ნებისმიერი პირი, რომელსაც “ნაციონალურ მოძრაობასთან”კავშირი აქვს, საპყრობილეში მოხვდეს.

“გოგა ონიანი რომ “ევროპული საქართველოს” წევრი ან მისი მხარდამჭერი ყოფილიყო, დღეს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანდა. ეს გადაწყვეტილება იქნებოდა ის, რომ სასამართლო მას უპირობოდ გაათავისუფლებდა”, – აცხადებს ნიკა მელია.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს დერეფანში ხმაურია. ოჯახის წვერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

გოგა ონიანს ხუთ წლამდე პატიმრობა მიესაჯა და ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

გოგა ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. პროკურატურა მას ორ ეპიზოდს ედავებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს “ქართული ოცნების” ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის “დაო პრინტის” მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. ამავე სცენარით დააკავეს “ქართული ოცნების” კიდევ ერთი მხარდამჭერი, ლევან მდინარაძე, მეტსახელად დიჯეი რემბოც. ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები