დღეს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასოა.

დღეს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასოა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, დღეს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასოა.

„მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის კულტურულ-ისტორიული სიმდიდრის პოპულარიზაციისთვის და მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, ესტუმრონ ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მუზეუმებს თუ მუზეუმ-ნაკრძალებს, იხილონ ადგილობრივი გარემო და გაეცნონ ამა თუ იმ კუთხის კულტურისა და ისტორიის ნაწილს“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების მმართველობის სფეროში 24 მუზეუმი და სამუზეუმო გაერთიანება, ასევე, 12 მუზეუმ-ნაკრძალი მოქმედებს:

მუზეუმები:

🔹 სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმი;

🔹 სსიპ – გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი;

🔹 სსიპ – საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი;

🔹 სსიპ – მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი;

🔹 სსიპ – სმირნოვების მუზეუმი;

🔹 სსიპ – დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი;

🔹 სსიპ – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი;

🔹 სსიპ – ივანე მაჩაბლის მუზეუმი;

🔹 სსიპ – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი;

🔹 სსიპ – ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი;

🔹 სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახლ- მუზეუმი;

🔹 სსიპ – ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი;

🔹 სსიპ – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი;

🔹 სსიპ – ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი;

🔹 სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი;

🔹 სსიპ – გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი;

🔹 სსიპ – ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი;

🔹 სსიპ – თელავის ისტორიული მუზეუმი;

🔹 სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები:

მუზეუმები:

🔹 გრემის მუზეუმი;

🔹სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი;

🔹 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;

🔹 დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი;

🔹 ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი;

🔹 ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი;

მუზეუმ-ნაკრძალები:

🔸 ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (2008 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა);

🔸 პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმი;

🔸 ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;

🔸 ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმი;

🔸 დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი;

🔸 უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი;

🔸 ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი;

🔸 უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი;

🔸 დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი (2008 წლიდან მუზეუმ-ნაკრძალი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა);

🔸 სამშვილდისა და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალი;

🔸 ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი.

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები