დღეს ყველაზე დიდი პრობლემა გზების გაყვანის, გაზიფიცირების შემდგომ არის სასმელი და საირიგაციო წყალი

დღეს ყველაზე დიდი პრობლემა გზების გაყვანის, გაზიფიცირების შემდგომ არის სასმელი და საირიგაციო წყალი

დღეს ყველაზე დიდი პრობლემა გზების გაყვანის, გაზიფიცირების შემდგომ არის სასმელი და საირიგაციო წყალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წალენჯიხაში ქვეყნის გაზიფიცირების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

„2024 წლისთვის საქართველოს 2 მილიონ 800 მოქალაქეს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება ევროპის საუკეთესო ქვეყნების და ქალაქების ცხოვრებას უნდა დაემსგავსოს, რაც შესაძლებელია და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნებიდან მეორე დღეს ინფრასტრუქტურის მშენებლობის და რეაბილიტაციის გეგმის განხორციელება დაიწყება. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკის შეზღუდული რესურსებიდან 20 მილიარდი ლარიდან, თითოეული თეთრი უნდა მოხმარდეს ისეთ პროექტებს, რომელიც მივა თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე, თითოეულ ოჯახამდე იმის მიუხედავად თუ სად ცხოვრობენ ისინი“, – აღნიშნა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, მომავალი ოთხი წელი იქნება სამეგრელოსა და საქართველოს აღმშენებლობის წლები. „ეს იქნება ის ოთხი წელი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ გავუმკლავდებით სისტემური ინფრასტრუქტურის ხარვეზებს“, – აღნიშნა გახარიამ.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები