დღეს პროექტი „ველო სანტები“ აიღებს სტარტს

დღეს პროექტი „ველო სანტები“ აიღებს სტარტს

დღეს, 11:00 საათზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პროექტი „ველო სანტები“ აიღებს სტარტს, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.

პროექტის განმავლობაში, სანტები თბილისის მასშტაბით, ათივე რაიონში გადაადგილდებიან, თბილისის მერიის სახელით მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ, დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ და საახალწლო განწყობას შეუქმნიან.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები