დღეს – პირველ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

დღეს – პირველ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

დღეს – პირველ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
ბავშვთა დაცვის დღის შესახებ პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე, 1925 წელს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობისას გაჟღერდა, ხოლო ამ დღის არსებობა 1949 წელს განმტკიცდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მთელი მსოფლიოსთვის საფიქრალს მომავალი თაობა წარმოადგენდა.
ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები