“დღეს “ნაციონალური მოძრაობისა“ და “ევროპული საქართველოს“ მარცხის დღეა”

“დღეს “ნაციონალური მოძრაობისა“ და “ევროპული საქართველოს“ მარცხის დღეა”

შეიძლება ითქვას, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მარცხის დღეადესტრუქციისა და შეთანხმების ჩაშლის ყველა მცდელობა დამარცხდა, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

„მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 1%-იანი ბარიერი განსაზღვრა, ეს სწორედ ჩვენი ინიციატივა იყო, ამ ყველაფრის მიზანი გახლდათ ის, რომ პარლამენტი მრავალპარტიული ყოფილიყო. ამისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეთანხმებაზე ხელმოწერა. დღეს პარლამენტი სრულფასოვნად განაახლებს თავის საქმიანობას. შეიძლება ითქვას, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მარცხის დღეა. დესტრუქციისა და შეთანხმების ჩაშლის ყველა მცდელობა დამარცხდა“, – აღნიშნავს დავით მათიკაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები