საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე ლვოვში მიემგზავრება. „დღეს ლვოვში შევიკრიბებით და ალბათ, გადავწყვეტთ კიევისკენ წასვლას“, – განაცხადა მან Newsone-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ამჟამად მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად უკვე ავტობუსშია და ლვოვისკენ მიემგზავრება.
არსებული ინფორმაციით, ლვოვში ის მხარდამჭერებს შეხვდება. როგორც ცნობილია, სააკაშვილმა რამდენიმე ასეულ მხარდამჭერთან ერთად უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე გაკეთებული კორდონები გაარღვია და ქვეყნის ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გავლის გარეშე შევიდა.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები
ჯანმრთელობის დაცვის სისტემის, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროების განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გამართა დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა
