დღეს, კონკრეტულ დღესა და დროზე კომენტარს არ გავაკეთებ, რამეთუ ეს არ არის სწორი-გახარია

დღეს, კონკრეტულ დღესა და დროზე კომენტარს არ გავაკეთებ, რამეთუ ეს არ არის სწორი-გახარია

დღეს, კონკრეტულ დღესა და დროზე კომენტარს არ გავაკეთებ, რამეთუ ეს არ არის სწორი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მაქსიმუმს აკეთებს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გონივრულ ვადებში მოგვარდეს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გადაწყდება გონივრულ ვადებში და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. დღეს კონკრეტულ დღესა და დროზე კომენტარს არ გავაკეთებ, რამეთუ ეს არ არის სწორი. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ კონკრეტული მოქალაქეების, ადამიანების ტრაგედიებზე ვსაუბრობთ. დამატებითი დღეების, მოლოდინების შექმნა, წუთების თვლა, არ არის სწორი. ჩვენ გეუბნებით, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა უნდა დასრულდეს გონივრულ დროში“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, როგორც შს მინისტრი აცხადებს, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების ზომების მისაღებად და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსაყვანად.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები