დღეს კიდევ ერთხელ გაიჟღერა შეთხზული ამბის ახალმა ინტერპრეტაციამ, რაზეც აუცილებლად მექნება სამართლებრივი რეაგირება-რუსთავის მერი

დღეს კიდევ ერთხელ გაიჟღერა შეთხზული ამბის ახალმა ინტერპრეტაციამ, რაზეც აუცილებლად მექნება სამართლებრივი რეაგირება-რუსთავის მერი

ბოლო პერიოდში ჩემს მიმართ დაწყებული ბინძური კამპანია, რომელშიც მაქსიმალურად ვცდილობდი, არ ჩავრთულიყავი და არ გამეკეთებინა არარსებულ ამბებზე კომენტარი, პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ინტერესებთან, რომელთა მიზანიც რუსთავის კეთილდღეობისა და წინსვლის შეჩერებაა – ამის შესახებ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინტერნეტგამოცემა presa.ge-ს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს.

„ჩემი სახელის დისკრედიტაციით და გამოგონილი ამბებით ცდილობენ, ზიანი მიაყენონ მმართველი გუნდის ერთიანობას, დაბნეულობა გამოიწვიონ საზოგადოებაში და რუსთავის თვითმმართველობის მიმართ მოსახლეობისნდობის ხარისხი შეამცირონ.

დღეს ერთერთი მედიასაშუალებით კიდევ ერთხელ გაიჟღერა შეთხზული ამბის ახალმა ინტერპრეტაციამ, რაზეც აუცილებლად მექნება სამართლებრივი რეაგირება ჩემი პატივისა და ღირსების დასაცავად.

ვინაიდან ბოლო ამბის ინსპირაცია ჩემი პორტუგალიაში ვიზიტი გახლავთ, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩავთვალე საჭიროდ, მხოლოდ ამ ნაწილში ვუპასუხო საზოგადოებას და არა მედიასაშუალებას, რომელიც ჭორებს ავრცელებს.

პორტუგალიაში ჩემი ვიზიტი იყო გაეროს მიერ ორგანიზებული, სადაც სერბეთის, მოლდავეთის, ლიბანის, პორტუგალიის, ტაჯიკეთისა და ხორვატიის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ხელიმოვაწერე ქარტიას, რომელიც მზის ენერგიის სისტემების განთავსების ხელშეწყობას, ასევე, მზის ენერგიის სისტემების განვითარებაში სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს”- წერს ირაკლი ტაბაღუა სოციალურ ქსელში.

ინტერნეტგამოცემა presa.ge -ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის მერს  ლაშა ნაცვლიშვილმა სცემა, რის შემდეგაც ირაკლი ტაბაღუა თითქოსდა პორტუგალიაში კრიმინალურ ავტორიტეტთან საქმის გასარჩევად ჩავიდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები